საქართველოში კორონავირუსის 1696 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1 696 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდა ამისა, გარდაიცვალა 12 ადამიანი, გამოჯანმრთელდა – 2 906.

მონაცემები StopCov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა განახლდა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი სულ 37 263 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა – 19 810, გარდაიცვალა – 285.