საქართველოში კორონავირუსის 1943 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია stopcov.ge-ze განახლდა.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 833 ადამიანი, 20 კი გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
- კორონავირუსით ინფიცირებულია – 44 522
- გამოჯანმრთელებულია – 28 633
- მათ შორის გარდაცვლილია – 362
- კარანტინის რეჟიმში რჩება – 3080
- კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 2264
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4253, მათ შორის საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია – 41 პაციენტი.