ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2295 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. შედეგად, დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 46817 -ს შეადგენს.
ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2537 პირი, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 31170 -მდე გაიზარდა. 24 საათში გარდაიცვალა 19 ადამიანი, 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ 381 გარდაცვალების შემთხვევაა აღრიცხული.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3 004 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 4355 ადამიანი, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 2428-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.