საქართველოში კორონავირუსით კიდევ 20 ადამიანი გარდაიცვალა

დღეს საქართველოში კორონავირუსით კიდევ 20 პაციენტი გარდაიცვალა, დადასტურდა 2 401 ახალი შემთხვევა, ხოლო 2  289 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ამის შესახებ მონაცემები Stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

5 ნომებრის მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია – 49 218;
  • გამოჯანმრთელებულია – 33 459
  • მათ შორის გარდაცვლილია – 401
  • კარანტინის რეჟიმში რჩება – 3 080
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 2 428
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4355, მათ შორის საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია –  41 პაციენტი.