დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 775 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 3560 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 22 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ მონაცემები Stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
- კორონავირუსით ინფიცირებულია – 51 993
- გამოჯანმრთელებულია – 37 019
- მათ შორის გარდაცვლილია – 423
- კარანტინის რეჟიმში რჩება – 3 094
- კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 2 438
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4 618, მათ შორის საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია – 41 პაციენტი.