ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 37 პაციენტი გარდაიცვალა. COVID-19 დაუდასტურდა 3 473 ადამიანს, 3 342 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ მონაცემები Stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
- კორონავირუსით ინფიცირებულია – 73 154
- გამოჯანმრთელებულია – 55 511
- გარდაცვლილია – 636
- კარანტინის რეჟიმში რჩება – 2 447
- კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 3 413
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4 957
- მათ შორის საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია – 41 პაციენტი.