საქართველოში კორონავირუსის 3 117 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 117 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 3 638 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 45 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ მონაცემები stopcov.ge–ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა – 85952
  • გამოჯანმრთელებულია – 68929
  • გარდაცვლილია – 778
  • კარანტინშია – 2797
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა – 5662
  • კოვიდ სასტუმროშია – 3351