საქართველოში კორონავირუსის 3443 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

დღეს, ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 443 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს – 89 395.

დღეის მდგომარეიბითაც ნარჩუნდება პოზიტიური დინამიკა გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 539 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 71 468-მდე.

ბოლო 24 საათში დაფიქსირდა გარდაცვალების შემთხვევებიც. 37 ადამიანი გარდაიცვალა. მათ შორის თბილისში – 19 ადამიანი, აჭარაში – 9, იმერეთში – 6, შიდა ქართლში – 1, ქვემო ქართლში – 1, ხოლო სამცხე-ჯავახეთში – 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ დაფიქსირდა 815 გარდაცვალების შემთხვევა.

დღეს გამოვლენილი 3 443 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები შემდეგი სახით გამოიყურება: თბილისში გამოვლენილია 1 318 შემთხვევა, აჭარა – 512, იმერეთი – 562, ქვემო ქართლი – 163, შიდა ქართლი – 178, გურია – 64, სამეგრელო და ზემო სვანეთი – 368, კახეთი – 85, მცხეთა-მთიანეთი – 54, სამცხე-ჯავახეთი – 106, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 33.

ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 17 086. მათგან 5 763 მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 650, აჭარაში – 925, იმერეთში – 1 175. მძიმე პაციენტი – 836, მათ შორის, თბილისში – 411, აჭარაში – 140, იმერეთში – 177. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე – 371 პირი, მათ შორის, თბილისში – 163, აჭარაში – 115, იმერეთში – 30.

3 435 პირი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 667 – აჭარაში, 1 151 – თბილისში, ხოლო 313 – იმერეთში. 7 888 მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეში იმყოფება 2 370 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 442, აჭარაში -1 256, ხოლო იმერეთში – 32.

სულ 6 ოქტომბრიდან – 17 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია – 16 053 პირი.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 52 079 პირი, საიდანაც თბილისში – 14 881 პირი, აჭარაში – 16 724, იმერეთში – 5 387.