ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 697 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 2 409 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 38 პაციენტი გარდაიცვალა. მონაცემები stopcov.ge–ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
- კორონავირუსით ინფიცირებულია – 93 092
- გამოჯანმრთელებულია – 73 877
- გარდაცვლილია – 853
- კარანტინის რეჟიმში რჩება – 2 186
- კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 3 518
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 5 833
- მათ შორის საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია – 41 პაციენტი.