საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა. სულ დადასტურებულია COVID-19-ის 214 შემთხვევა. მათგან 50 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.
ინფორმაცია stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.
ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში რჩება 4559 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 353 .