საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსისგან კიდევ 45 პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 1387-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი განცხადებით, ქვეყანაში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 4 260 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. შესაბამისად, ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ჯამში 147 636-ს შეადგენს.
ამასთან, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 947 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 124 568-მდე.