საქართველოში კორონავირუსით კიდევ 43 ადამიანი გარდაიცვალა, სულ – 1657

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 43 ადამიანი გარდაიცვლა, დადასტურდა ინფიცირების 4 570 ახალი შემთხვევა, ხოლო 3 045 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები stopcov.ge–ზე განახლდა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია – 178 953
  • გამოჯანმრთელებულია – 148 332
  • გარდაცვლილია – 1 657
  • კარანტინის რეჟიმში რჩება – 1 019
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 3 524
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 6 918
  • მათ შორის საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია –  41 პაციენტი.