საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი ადამიანი გამოჯანმრთელდა. მთლიანობაში გამოჯანმრთლებულთა რაოდენობა 51-მდე გაიზარდა.
ინფორმაცია stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
საქართველოში კორონავირუსის 218 შემთხვევაა დადასტურებული – 51 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში რჩება 4722 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 408 პაციენტი.