ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 720 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 3 942 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 46 პაციენტი გარდაიცვალა. მონაცემები stopcov.ge-ზე განახლდა.
13 დეკემბრის მონაცემებით საქართველოში:
- კორონავირუსით ინფიცირებულია – 189 726
- გამოჯანმრთელებულია – 158 183
- გარდაცვლილია – 1 790
- კარანტინის რეჟიმში რჩება – 1 010
- კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 3 077
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 6 869