საქართველოში კორონავირუსით კიდევ 39 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 39 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 1 922 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 487 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 477 შემთხვევა, აჭარა – 280, იმერეთი – 533, ქვემო ქართლი – 254, შიდა ქართლი – 283, გურია – 66, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 269, კახეთი – 153, მცხეთა-მთიანეთი – 85, სამცხე-ჯავახეთი – 76, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 11.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 103 პირი, მათ შორის, თბილისში – 497, აჭარაში – 148, იმერეთში – 242. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 431 პირი, მათგან თბილისში – 219, აჭარაში – 51, იმერეთში – 53“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ