ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 064 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 3 740 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 42 პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაცია ცოტა ხნის წინ stopcov.ge-ზე განახლდა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
- კორონავირუსით ინფიცირებულია – 212 526
- გამოჯანმრთელებულია – 188 408
- გარდაცვლილია – 2 182
- კარანტინის რეჟიმში რჩება – 470
- კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 1 671
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 6 358