ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 345 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 3 560 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 51 პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაცია stopcov.ge–ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
- კორონავირუსით ინფიცირებულია – 214 871
- გამოჯანმრთელებულია – 191 968
- გარდაცვლილია – 2 233
- კარანტინის რეჟიმში რჩება – 455
- ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 14457, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 8359, PCR ტესტით – 6098
- კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 1 600
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 6 358