საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 012 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 2 012 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 2 638 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 25 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge–ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია – 224 155
  • გამოჯანმრთელებულია – 208 951
  • გარდაცვლილია – 2 443
  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 13451, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 8313, PCR ტესტით – 5138
  • კარანტინის რეჟიმში – 401
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 5480
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 1287