სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 24 ახალი შემთხვევა“,- ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.მისი თქმით, სულ ქვეყანაში კორონავირუსით 2 505 პაციენტი გარდაიცვალა.
„სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 24 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 505 პირი ემსხვერპლა“,-განაცხადა სიჭინავამ.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათში გამოვლინდა კორონავირუსით ვირუსით ინფიცირების 1 527 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო გამოჯანმრთელდა 1 282 პირი.