დღეს, საქართველოში კორონავირუსის 342 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა – 2 981, ხოლო გარდაიცვალა – 44. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 3 288 კვლევა ტესტით, მათ შორის 1 449 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 839 PCR ტესტით.
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 228 752-ს, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 217 973-მდე, ხოლო გარდაიცვალა სულ 2 572 პირი.