ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 800 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 489 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 20 პაციენტი გარდაიცვალა.
6 იანვრის მონაცემებით საქართველოში:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა – 233 879
- გამოჯანმრთელებულია – 223 276
- გარდაცვლილია – 2 666
- ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 14 839 , მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 8 253 PCR ტესტით – 6 586
- კარანტინის რეჟიმში – 484
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 3 901
- კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 765