ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 143 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 617 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 23 პაციენტი გარდაიცვალა.
10 იანვრის მონაცემებით საქართველოში:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა – 239 229
- გამოჯანმრთელებულია – 225 335
- გარდაცვლილია – 2 773
- ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 11 155, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 6 758, PCR ტესტით – 4 397
- კარანტინის რეჟიმში – 452
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 3 894
- კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 746