ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 546 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 1 456 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 17 პაციენტი გარდაიცვალა.
24 იანვრის მონაცემებით ქვეყანაში:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა – 253 518
- გამოჯანმრთელებულია – 242 085
- გარდაცვლილია – 3 055
- ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 11 248, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 4 979, PCR ტესტით – 6 269
- კარანტინის რეჟიმში – 511
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 3 272
- კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 443