დღევანდელი, 17 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების 486 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 499 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა,13 პირი.ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით 19 192 ტესტი ჩატარდა, მათ შორის, 12 628 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 564 PCR ტესტით.
stopcov.ge-ს მონაცემებით:
- ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 12628, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 14802, PCR ტესტით – 6564
- დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 2,53%, ბოლო 14 დღის – 2,8%, ბოლო 7 დღის – 2,4%
- კარანტინის რეჟიმში – 242
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 1828
- კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 229
- კორონავირუსის ახალი შემთხვევები რეგიონებში ასე გადანაწილდა:
- თბილისი — 194;
- აჭარა — 32;
- იმერეთი — 49;
- ქვემო ქართლი — 14;
- შიდა ქართლი — 36;
- გურია — 37;
- სამეგრელო-ზემო სვანეთი — 34;
- კახეთი — 74;
- მცხეთა-მთიანეთი — 8;
- სამცხე-ჯავახეთი — 4;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 4.
ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 805, საიდანაც, 1 828 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, მძიმე პაციენტია 379, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება — 103.