საქართველოში, ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 170 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 277 650-ს.
საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ვირუსისგან განიკურნა 396 ადამიანი, 10 კი გარდაიცვალა.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 21 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.75 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.56 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.72%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 396 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 270 369-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 710 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 170 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 85 შემთხვევა, აჭარა – 9, იმერეთი – 22, ქვემო ქართლი – 19, შიდა ქართლი – 2, გურია – 11, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 5, კახეთი – 11, მცხეთა-მთიანეთი – 5, სამცხე-ჯავახეთი – 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 545, საიდანაც: 1 460 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 725, აჭარაში – 147, იმერეთში – 285. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 291 პირი, მათ შორის, თბილისში – 129, აჭარაში – 25, იმერეთში – 72. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 82 პირი, მათგან თბილისში – 55, აჭარაში – 3, იმერეთში – 10. 173 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 131 – თბილისში, 35 – აჭარაში. 1 912 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 204 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 92, ხოლო აჭარაში – 15.
სულ 6 ოქტომბრიდან – 21 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 23 728 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 6 401 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 3 156 პირი, აჭარაში – 583, იმერეთში – 935.