ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 528 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 299 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 4 პაციენტი გარდაიცვალა.
23 მარტის მონაცემებით ქვეყანაში:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა – 278 178
- გამოჯანმრთელებულია – 270 668
- გარდაცვლილია – 3 714
- ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 20 903, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 14 296, PCR ტესტით – 6 607
- დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 2,53%, ბოლო 14 დღის – 1,61%, ბოლო 7 დღის – 1,82%
- კარანტინის რეჟიმში – 203
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 1 467
- კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 179