ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 673 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 298 ადამიანი გამოჯანრთელდა, ხოლო 8 გარდაიცვალა.
30 მარტის მონაცემებით ქვეყანაში:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა – 281 145
- გამოჯანმრთელებულია – 272 899
- გარდაცვლილია – 3 773
- ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 30 751 მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 23 361, PCR ტესტით – 7 390
- დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 2,19%, ბოლო 14 დღის – 1,69%, ბოლო 7 დღის – 1,6%
- კარანტინის რეჟიმში – 263
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 1 624
- კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 214