საქართველოში კორონავირუსის 897 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 897 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 196 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 10 პაციენტი გარდაიცვალა.

6 აპრილის მონაცემებით ქვეყანაში:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა – 284 958
  • გამოჯანმრთელებულია – 275 220
  • გარდაცვლილია – 3 832
  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 24 592 მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 18 536, PCR ტესტით – 6 056
  • დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 3,65%, ბოლო 14 დღის – 1,94%, ბოლო 7 დღის – 2,32%
  • კარანტინის რეჟიმში – 191
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 1 892
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 269