საქართველოში კორონავირუსის 359 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 6 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსის 359 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 526 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 6 კი გარდაიცვალა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 13 685 ტესტი, მათ შორის 7 795 ანტიგენი და 5 890 – PCR.

მათივე ინფორმაციით, 11 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.62 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.31%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.51 %.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 359 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში დადასტურდა 202,
  • აჭარა – 46,
  • იმერეთი – 19,
  • ქვემო ქართლი – 14,
  • შიდა ქართლი – 14,
  • გურია – 9,
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი – 40,
  • კახეთი – 5,
  • მცხეთა-მთიანეთი – 7,
  • სამცხე-ჯავახეთი – 2,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1.