საქართველოში კორონავირუსის 1 310 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 12 ადამიანი

21 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 310 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 632, ხოლო გარდაიცვალა  12 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 30 241 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით17 446, PCR-ით  12 795.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 4,33%, ბოლო 7 დღის 3,38%, ბოლო 14 დღის კი 4,16%.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 299 038-ს, გამოჯანმრთელდა — 282 237, ხოლო ვირუსს ჯამში ემსხვერპლა 3 971 ადამიანი.