საქართველოში კორონავირუსით კიდევ 12 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 163 პირი ემსხვერპლა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა7 476 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 509 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 200 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.81%