ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 11 665 კვლევა ტესტით, მათ შორის 6 137 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 528 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 504 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 330 879-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 16 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.32%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 4.90%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 3.84%.