საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 071 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 33 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 071 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 336 840-ს.

21 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.57%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 4.11%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.18%.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 33 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 602 პირი ემსხვერპლა