ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 40 667 კვლევა ტესტით, მათ შორის 24 242 კვლევა ანტიგენის ტესტით და 16 425 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 794 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 353 443-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 11 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.95 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.64%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.32%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 498 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 338 318-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 22 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 034 პირი ემსხვერპლა.