საქართველოში კორონავირუსის 260 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 15 ადამიანი

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 260 ახალი დადასტურებული შემთხვევა ხოლო 15 გარდაიცვალა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 359 141-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 20 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.35 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.45%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.62%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 834 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 345 582-მდე.