საქართველოში, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 352 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 363 874-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 27 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.5 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.47%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.34%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 808 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 350 466-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 275 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 352 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 225 შემთხვევა, აჭარა – 21, იმერეთი – 23, ქვემო ქართლი – 20, შიდა ქართლი – 13, გურია – 2, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 23, კახეთი – 11, მცხეთა-მთიანეთი – 3, სამცხე-ჯავახეთი – 11, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.