საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 010შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 366 078-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 29 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.53 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.59%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.69%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 603 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 351 747-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 19 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 316 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 010 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 677 შემთხვევა, აჭარა – 58, იმერეთი – 83, ქვემო ქართლი – 65, შიდა ქართლი – 23, გურია – 2, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 31, კახეთი – 49, მცხეთა-მთიანეთი – 10, სამცხე-ჯავახეთი – 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 8.