საქართველოში კორონავირუსის 1808 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 22 ადამიანი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის  1 808 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსის შედეგად 22 ადამიანი გარდაიცვალა.

ეპიდემიის დაწყების დღიდან ქვეყანაში სულ კორონავირუსის 363 318 შემთხვევა დადასტურდა, ამათგან 5 538 ადამიანი გარდაიცვალა.

ამ ეტაპისთვის ქვეყანაში ერთი დოზით აცრილია 217 199 პირი, ხოლო სრულად – 128 096. დღიურად აცრილთა რაოდენობა 10 492-ია.