საქართველოში კორონავირუსით 7 თვის ორსული გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით 7 თვის ორსული გარდაიცვალა. ინფორნმაცია ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ დაადასტურა.

“COVID-19 არის საკმაოდ რთული ინფექცია, რომელიც არა მხოლოდ ორსულებისთვის წარმოადგენს მაღალს რისკს, არამედ სხვა საკმაოდ ჯანმრთელი პაციენტებისთვის წარმოადგენს მაღალ რისკს, ეს კითხვები შეიძლება დაუსვათ ექიმებს, რა თქმა უნდა, გართულების მიზეზები არის სხვადასხვა.

აქ არის ექიმების კვალიფიკაციაზე, ან კლინიკებზე საუბარი, როგორც წესი არაერთგვაროვნად მიმდინარეობს დაავადება, იწვევს სხვადასხვა გართულებებს. ჩვენდა სამწუხაროდ, ყველა პაციენტის გადარჩენა ვერ ხერხდება, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ექიმი მაქსიმალურად არის ჩართული”,– თქვა ტიკარაძემ