საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3886 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 74 პაციენტი

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 886 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 553 697-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 31 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.45%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.99% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.36%.ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 103 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 497 517.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 74 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 7 482 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 886 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 1 509 შემთხვევა, აჭარა – 445, იმერეთი – 487, ქვემო ქართლი – 280, შიდა ქართლი – 223, გურია – 97, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 279, კახეთი – 369, მცხეთა-მთიანეთი – 84, სამცხე-ჯავახეთი – 86, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 27.