ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 62 994 კვლევა ტესტით, მათ შორის 41 001 კვლევა ანტიგენის ტესტით და 21 993 PCR ტესტით.ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 5 076 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 657 753-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 15 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.06%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 8.04% ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.77%.