საქართველოში კორონავირუსის 2 979 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 53 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსის 2 979 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 53 ადამიანი გარდაიცვალა. გამოჯანმრთელდა 3 470 პაციენტი. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 6.21%, ბოლო 14 დღის – 7.26%, ხოლო ბოლო 7 დღის – 6.76%.

ინფიცირების 2 979 ახალი შემთხვევიდან თბილისში 1 325 გამოვლინდა, აჭარაში – 229, იმერეთში – 493, ქვემო ქართლში – 135, შიდა ქართლში – 207, გურიაში – 109, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 184, კახეთში – 137, მცხეთა-მთიანეთში – 81, სამცხე-ჯავახეთში – 59, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 20.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 38 624, საიდანაც 5 798 პაციენტი კლინიკებში მკურნალობს, 1 107 – კოვიდსასტუმროში, ხოლო 31 719 – ბინაზე.

მძიმე პაციენტია 1 447, მათგან 319 პირი ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება.