საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 2 ადამიანი გამოჯანმრთელდა, საერთო ჯამში განკურნებულთა რაოდენობა 71-მდე გაიზარდა.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დღეს პირველადი ტესტი 12 პაციენტის ჩაუტარდა და 12-ვე უარყოფითი იყო, ხოლო 2 პაციენტთან განმეორებითმა ტესტმაც უარყოფითი პასუხი აჩვენა, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი განკურნებული არიან.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 306 შემთხვევაა, მათგან 3 გარდაიცვალა.