საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 90 -მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 4534 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 276 პირი.
ინფორმაციისთვის, 90 ადამიანიდან 16 გამოჯანმრთელებულია.