დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 416-მდე გაიზარდა.
,,გვქონდა 411 დადასტურებული შემთხვევა, დამატებულია ხუთი შემთხვევა და მათი უმრავლესობა არის კონტაქტები ადრე დადასტურებული ინფიცირებული შემთხვევების. მათი ეპიდკვლევა დაწყებულია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
416 ინფიცირებულიადნ 105 გამოჯანმრთელდა, ხოლო 4 გარდაიცვალა.
ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში – 5160 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 579 ადამიანია.