საქართველოში კორონავირუსით მეექვსე პაციენტი გარდაიცვალა

საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.

მისი თქმით, პაციენტს ქრონიკული პათოლოგიები ჰქონდა.

„სამწუხაროდ, ბატონი, რომელიც იყო ტერმინალურ მდგომარეობაში დღეს დაუფიქსირდა სიკვდილი. ასაკით გახლდათ 83 წლის, ქრონიკული პათოლოგიებით, ანამნეზში იყო გულის უკმარისობა, მოციმციმე არითმია. ჩატარებული ექოსკოპიური კვლევის შედეგად, ყველა სარქვლის ნაკლოვანებით იყო აღნიშნული პაციენტი. მიუხედავად ჩატარებული ღონისძიებებისა დღეს დილით დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი,“ – თქვა ლევან რატიანმა.

ეს საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების მე-6 შემთხვევაა.