დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 10 პაციენტი გამოჯანმრთელდა. განკურნებულთა რიცხი კი 178-მდე გაიზარდა.
დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 517 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა 178, ხოლო 6 პირი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში რჩება 5153 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 549.