საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 29 ადამიანი გამოჯანმრთელდა და საერთო ჯამში, 269 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 5083 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 505 პირი.
ინფორმაციისთვის, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 610 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 269 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 9 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.