საქართველოში კორონავირუსი კიდევ 5 ადამიანს დაუდგინდა და COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 615-მდე გაიზარდა. მონაცემები stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნდა.
615 ინფიცირებულიდან ამ დროისთვის გამოჯანმრთელდა 275 პაციენტი, 9 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმშია 5002 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 485 პირი.