“დემოკრატიის ყველაზე დიდი მტერია კორუფცია და ოლიგარქია, რომელიც ანგრევს სახელმწიფო ინსტიტუტებს, აჩერებს განვითარებას და კლავს მომავლის იმედს. ორივე უნდა დამარცხდეს საქართველოში”
პარტია საქართველოსთვის ლიდერი და საქართველოს ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს ეხმაურება, რომელმაც Twitter-ზე დაწერა, რომ მოლდოვაში ვლადიმირ პლახოტნიუკს, ილან შორს და კიდევ 19 ფიზიკურ პირს, აშშ სანქციებს უწესებს.